2018 წელს კომაროვის სკოლის სამი მასწავლებელი დაემატა წამყვან მასწავლებელთა სიას!

Edu.aris.ge-მ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით შეადგინა საქართველოს სკოლების რეიტინგული სია, რომელშიც პირველ ადგილზეა სსიპ – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა – მას 9 წამყვანი მასწავლებელი ჰყავდა 2016-2017 სასწავლო წლისთვის. 


2018 სასწავლო წელს  კიდევ სამი მასწავლებელი დაემატა წამყვან მასწავლებელთა სიას: ქიმიის მასწავლებელი - ლელა ბუბაშვილი, ბიოლოგიის მასწავლებელი - ნატო შათირიშვილი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ლია გოგოხია. 


მათ მიერ განხორციელებული პედაგოგიური კვლევა იხილეთ შემდეგ მისამართზე: 

ლია გოგოხია -  https://liagogokhia.wordpress.com/

ლელა ბუბაშვილი - lelabubashvili.blogspot.com

ნატო შათირიშვილი - shatirishvilinato.blogspot.com


მათ შეასრულეს წამყვანი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული მოთხოვნები, წარმატებით გაიარეს გარე დაკვირვება და შესაბამისი პროცედურების შემდეგ, მიენიჭებათ  წამყვანი მასწავლებლის სტატუსი!


აღსანიშნავია, რომ საქართველოში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 67 342 მასწავლებლიდან 151 წამყვანი მასწავლებელია და მათ შორის, 12 კომაროვის სკოლიდან.


კომაროვის სკოლა ულოცავს მათ წარმატებას და უსურვებს შემდგომ წინსვლას!


ზემოთ